ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილის, მარიამ
ქვრივიშვილის
განცხადებით, "2025 წლის
პირველ კვარტალში
საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტები და ტურიზმიდან
მიღებული შემოსავალი
რეკორდულად გაიზარდა."ამის
შესახებ ქვრივიშვილმა
სოციალურ ქსელში
დაწერა."საქართველომ 3
თვეში 826 მლნ დოლარის
შემოსავალი
მიიღომილიონამდე ტურისტმა
იმოგზაურა
საქართველოშიოთხმა
ავიაკომპანიამ დაიწყო
საქართველოში პირდაპირი
ფრენები - ლონდონი, ჟენევა,
ციურიხი, მილანისა და
პარიზის
მიმართულებითგაზრდილია
ავიაკომპანიების,
მიმართულებებისა და
ფრენის სიხშირეების
რაოდენობაბრენდირებული
სასტუმროების დატვირთვის
კოეფიციენტი, 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 4.2%-ით გაიზარდა
(წყარო: საერთაშორისო
კვლევითი ორგანიზაცია - STR
global)Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებული
ობიექტების დატვირთვის
საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით
და საშუალო დღიური ფასი
7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)" -
წერს ქვრივიშვილი.