2025 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 39.3%-ით გაიზარდა

Civil Georgia 2 თვის წინ 47
2025 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 39.3%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 008.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა და 403.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 45.4%-ით, 1,604.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარში 1 200.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8%-ია.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (74.9 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.2 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (45.2 მლნ აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (357.3 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (172.9 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).

იანვარში საქართველომ 167 600 406 აშშ დოლარის, 252 703 924 აშშ დოლარის და 60 354 000 აშშ დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების სამი პარტია შემოიტანა, ჯამში 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების.  ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტიორი უცნობია, ბევრი ეჭვობს, რომ ეს ივანიშვილი იყო, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატებისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ და ცნობილია ეგზოტიკური ფლორის, ფაუნისა და ხელოვნების ნიმუშებისადმი სიყვარულით.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4%).

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია