2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

Primetime.ge 1 თვე წინ 33
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია
2025 წლის იანვარ-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების - 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების - 6.9%-ით გაიზარდა.საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით - საერთაშორისო ტურისტების.მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 201,986 ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%; +3,006 ვიზიტი); იტალიიდან (+26.1%; +2,271 ვიზიტი); ესპანეთიდან (+25.9%; +1,638 ვიზიტი); გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტი); პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტი); გერმანია (+4.2%; 1,296 ვიზიტი) და სხვა.იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%; +4,525 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%;). ასევე, რეკორდული, 32,750 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +17%; +4,752 ვიზიტი) 2025 წლის II კვარტალშიც, მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+25.4%; +4,139 ვიზიტი); არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+21.4%; +722 ვიზიტი); ომანიდან (+49.8%; +542 ვიზიტი); კატარიდან (+14.6%; +58 ვიზიტი) და ბაჰრეინიდან (+7.8%; +54 ვიზიტი). ხოლო ვიზიტები შემცირდა ქუვეითიდან (-12.3%; -763 ვიზიტი).
სრულად წაიკითხეთ სტატია