2025 წლის საწყის ოთხ თვეში,
საქართველოს აეროპორტები
ჯამურად ორ მილიონზე მეტ
მგზავრს მოემსახურნენ. სულ
გადაყვანილ იქნა 2 189 558
მგზავრი, რაც 13%-ით
აღემატება 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდში
მიღებული მგზავრების
რაოდენობას. ინფორმაციას
სამოქალაქო ავიაციის
სააგენტო
ავრცელებს.„მიმდინარე
წლის იანვარ-აპრილში,
თბილისის საერთაშორისო
აეროპორტი 1 442 458 მგზავრს
მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდთან
მიმართებაში 13%-ი შეადგინა.
პირველი ოთხი თვის
მონაცემებით, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტი 506
564 მგზავრს მოემსახურა, რაც
2%-ით მეტია გასული წლის
ანალოგიურ პერიოდში
გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობაზე. ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტის
მეშვეობით გადაყვანილ
იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით
აღემატება 2024 წლის
იანვარ-აპრილის
მაჩვენებლებს.მიმდინარე
წლის იანვარ-აპრილში,
საქართველოს აეროპორტებში
ათი ათასზე მეტი
საერთაშორისო და
ადგილობრივი ავიარეისი
შესრულდა, რაც 15%-ით
აღემატება 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდში
განხორციელებული ფრენები
რაოდენობას. ჯამურად,
განხორციელებული
რეგულარული რეისების
რაოდენობამ შეადგინა 7744
ავიარეისი, ხოლო ჩარტერული
ფრენების რაოდენობამ -
2338.მაღალია ზრდის
მაჩვენებლები საჰაერო
სატვირთო გადაზიდვების
კუთხით. 2025 წლის
იანვარ-აპრილში, საჰაერო
გზით გადაზიდული
ტვირთების მოცულობამ 10599.332
ტონა შეადგინა. 2024 წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ტვირთბრუნვა
61%-ით გაიზარდა.2025 წლის
იანვარ-აპრილში
გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობის მიხედვით,
საქართველოს საავიაციო
ბაზარზე კვლავ
დამაჯერებლად ლიდერობს Wizz
Air-ი. ავიაკომპანია ბაზრის
18%-იან წილს ფლობს და 392 454
მგზავრი ყავს
გადაყვანილი.რეგულარული
და ჩარტერული რეისებით
გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობის/პროცენტული
წილის მიხედვით პირველი
ხუთეული ასე გამოიყურება:Wizz
Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);Pegasus – 8%
(180 098 მგზავრი);Georgian Airways – 7% (160 437
მგზავრი);Turkish Airlines – 7% (151 719
მგზავრი);Azerbaijan Airlines – 7% (141 468
მგზავრი).2025 წლის 1 მაისის
მდგომარეობით,
საქართველოს აეროპორტებში
61 სამგზავრო ავიაკომპანია 96
საჰაერო ხაზზე ოპერირებს", -
აღნიშნულია ინფორმაციაში.