სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის 2025 წლის პირველი
იანვრის მდგომარეობით,
საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი
შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელთან შედარებით
9.9 ათასი კაცით
მეტია.აღსანიშნავია, რომ 2024
წელს დაფიქსირდა
უარყოფითი ბუნებრივი
მატება (-4 488) და დადებითი
მიგრაციული სალდო (14
386).საქსტატის 2025 წლის
პირველი იანვრის
მდგომარეობით,
საქართველოს მოსახლეობის
61.5 პროცენტი ცხოვრობს
საქალაქო დასახლებებში.
ამასთან, თბილისის
მოსახლეობა მთლიანი
მოსახლეობის მესამედზე
მეტს შეადგენს.2025 წლის
პირველი იანვრის
მდგომარეობით, 0-14 წლის
მოსახლეობის წილი მთელ
მოსახლეობაში 19.2 პროცენტს
შეადგენს, შრომისუნარიან
ასაკში მყოფი მოსახლეობის
წილი (15-64 წლის ასაკობრივი
ჯგუფი) – 64.2 პროცენტს, ხოლო 65
წლის და უფროსი ასაკის
მოსახლეობის წილი − 16.6
პროცენტს.2025 წლის პირველი
იანვრის მდგომარეობით,
კაცების რიცხოვნობამ 1 780.6
ათასი შეადგინა, ხოლო
ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9
ათასი. ამასთან,
საქართველოს მოსახლეობის 48
პროცენტი კაცი, ხოლო 52
პროცენტი – ქალია.უწყების
ანგარიშით, სქესთა
რაოდენობრივი
თანაფარდობის მაჩვენებელი
93-ს შეადგენს, რაც იმას
ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე
93 კაცი მოდის. აღსანიშნავია,
რომ 40 წლამდე ასაკში
კაცების რიცხოვნობა
აღემატება ქალების
რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის
ასაკიდან სახეზე გვაქვს
საპირისპირო სურათი, რაც
გამოწვეულია კაცებთან
შედარებით ქალების უფრო
მაღალი სიცოცხლის
მოსალოდნელი
ხანგრძლივობით.