დღეის მდგომარეობით,
ქვეყნის 100-ზე მეტ
მდებარეობაში
მიმდინარეობს სამ
მილიარდამდე ლარის
ღირებულების
ინფრასტრუქტურული
პროექტები, რომელთა
განხორციელების შემდგომ
დამატებით 300 ათასზე მეტ
ბენეფიციარს
გაუუმჯობესდება
წყალმომარაგება და
ისარგებლებს 24-საათიანი
წყალმომარაგებით, –
განაცხადა რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრობის კანდიდატმა,
ირაკლი ქარსელაძემ
პარლამენტში, კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე
სამთავრობო პროგრამის
წარდგენისას.როგორც
მინისტრობის კანდიდატმა
აღნიშნა, სამინისტროს
საქმიანობის ერთ-ერთი
პრიორიტეტია
წყალმომარაგება-წყალარინების
სისტემის გაუმჯობესება და
მოსახლეობისთვის უწყვეტი
წყალმომარაგება. ამ
მიმართულებით,
მნიშვნელოვანი ნაბიჯები
უკვე გადადგმულია.
აქტიურად გაგრძელდება
მუშაობა, რომელიც
უზრუნველყოფს 2025 წლის
ბოლოსთვის ყველა ქალაქის,
24-საათიან
წყალმომარაგებას. ხოლო
სოფლების წყალმომარაგების
მიზნით, მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში
ეტაპობრივად, ჯამურად, 300,000
ბენეფიციარისთვის
24-საათიან წყალმომარაგება
იქნება
უზრუნველყოფილი.„მნიშვნელოვანია
ის ძალისხმევა, რაც
წყალარინებისა და
გამწმენდი ნაგებობების
მშენებლობის მიმართულებით
ხორციელდება, არსებულ ექვს
გამწმენდს, სამსაფეხურიან
ბიოლოგიურ გამწმენდ
ნაგებობას, დაემატება 11
ახალი გამწმენდი ნაგებობა.
ეს არის უწყვეტი პროცესი,
რომელიც მიმართულია
მოსახლეობის
წყალმომარაგების პროცესის
უზრუნველყოფისთვის“, –
განაცხადა ირაკლი
ქარსელაძემ.