2025 წლის ბოლომდე ხაშურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - ირაკლი ქარსელაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 61
2025 წლის ბოლომდე ხაშურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - ირაკლი ქარსელაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ახორციელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა.„მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40 % დასრულებულია. 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების სამუშაოები. პირველი ფაზის ფარგლებში გაუმჯობესდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ.ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები.მინისტრის განცხადებით, ქსელების გარდა მიმდინარეობს მაგისტრალის, ასევე სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც, რომელთა დასრულებაც ეტაპობრივად მოხდება.დამატებით მიმდინარეობს 30 მლნ ევროს ღირებულების სასესხო შეთანხმების პროცედურები, რათა ქალაქ ხაშურში სრულად მოეწყოს წყალარინების ქსელი, რაც 85 კილომეტრი ქსელის მშენებლობასა და 4000 მიერთებას გულისხმობს. ამასთანავე, ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის პანელების მოწყობა, რაც შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს.წყალმომარაგების ქსელის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის. ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.„მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, შიდა ქართლში პროექტები ხორციელდება 12 მდებარეობაზე. ჯამურად მათი ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების განხორციელების შედეგად , ოთხივე მუნიციპალურ ცენტრს კასპს, ქარელს, გორს და ხაშურს 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნება. არის უბნები და მონაკვეთები სადაც ამორტიზებულ ქსელს ესაჭიროება შესაბამისი რეაბილიტაცია ან სხვა ტიპის სამუშაოები, რაც ასევე გეგმის შესაბამისად არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ქარსელაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია