2025 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 3.4% იყო

Civil Georgia 1 თვე წინ 37
2025 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 3.4% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 3.4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა (9.2% ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (7%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.1%-იანი ზრდა); რესტორნები და სასტუმროები (6.1%-იანი ზრდა). ამასთან, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4%-ით.

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.5%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.4%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (0.4%-იანი ზრდა). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1%-ით, ხოლო ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში – 0.7%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2%); პური და პურპროდუქტები (2.2%); ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%); თევზეული (1.5%); ზეთი და ცხიმი (1.5%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.1%); რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%).

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია