2024 წელს, საცხოვრებელი
ფართით, დაახლოებით, 3400
დევნილი ოჯახი
დაკმაყოფილდა. მათ შორის, 2000
დევნილ ოჯახს,
ახალაშენებული ბინა
გადაეცა, ხოლო 1400-მდე
ოჯახისთვის, სახელმწიფომ,
სახლი, პროექტ "სოფლად
სახლის" ფარგლებში შეიძინა.
განსახლების პროგრამით, 2025
წელს, ბინას, დაახლოებით, 4000
ოჯახი მიიღებს.აღნიშნულის
შესახებ ჯანდაცვის
მინისტრმა მიხეილ
სარჯველაძემ ისაუბრა და
ოჯახებს კიდევ ერთხელ
მიულოცა."გასული წლის
განმავლობაში, დაახლოებით,
3400-მა ოჯახმა მიიღო ახალი
ბინა. მათგან, დაახლოებით, 2000
დევნილ ოჯახს გადაეცა
ახალაშენებული ბინები,
ხოლო 1400 ოჯახს - სახლი,
რომელიც შეძენილი იქნა
"სოფლად სახლის" პროგრამის
ფარგლებში. მიხარია, რომ
მაქვს შესაძლებლობა,
თითოეულ დევნილ ოჯახს,
მივულოცო. მათ ექნებათ
შესაძლებლობა, რომ წელს,
ახალი წელი ოჯახის წევრებს,
საკუთარ სახლებში
მიულოცონ. აქვე, მინდა, მათ
ვუსურვო, რომ ძალიან მალე,
მათთვის ეს შესაძლებლობა
გაჩენილიყოს მშობლიურ
მიწა-წყალზე, თუმცა, რა თქმა
უნდა, ვიდრე ტერიტორიული
მთლიანობა საქართველოში
აღდგება, განსახლების
პროგრამა ინტენსიურად
გაგრძელდება და 2025 წლის
განმავლობაში,
საცხოვრებელს, დაახლოებით,
4000 ოჯახი მიიღებს", -
განაცხადა მიხეილ
სარჯველაძემ.