2025 წელს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი

Primetime.ge 4 თვის წინ 86
2025 წელს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით  გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც  ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია.2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;· გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;· საბავშვო ბაღების დაფინანსება 500 მილიონ ლარამდეა, რომლის ფარგლებში განხორციელდება პერსონალის ხელფასების ზრდა 125 ლარით;· საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600,0 მლნ ლარზე მეტი;· საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია