2024 წლის სექტემბერში
საქართველოს ეკონომიკა
ინარჩუნებდა მდგრადი და
დინამიური განვითარების
ტემპს, რაც მას არსებითად
გამოარჩევდა არა რეგიონულ,
არამედ გლობალური
მასშტაბით. საქართველოს
ეროვნული პროდუქტი 2024 წლის
სექტემბერში გაიზარდა 8.3
პროცენტით, რაც
პანდემიამდელი 2019 წლის
სექტემბრის მაჩვენებელს 31.5
პროცენტით აღემატება.
ზრდის ეს ტემპი დაახლოებით
2.5-ჯერ აღემატება გლობალური
ეკონომიკის ანალოგიურ
მაჩვენებელს, - წერს
ეკონომიკის ექსპერტი სოსო
არჩვაძე.მისივე თქმით,
ხელსაყრელი სამეწარმეო
გარემო, ბიზნესის
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერა და
კონკურენტუნარიანობის
ზრდა განაპირობებს
საქართველოს ეკონომიკის
ზრდის მაღალ ტემპს, რაც
ადეკვატურად აისახება
განვითარებულ ქვეყნებთან
არა თუ შეფარდებითი, არამედ
აბსოლუტური ჩამორჩენის
საგრძნობ შემცირებაში,
მოსახლეობის კეთილდღეობის
ზრდასა და საქართველოს
ეკონომიკის საერთაშორისო
როლისა და მნიშვნელობის
ამაღლებაში.„2024 წლის
სექტემბერში საქართველოს
ეკონომიკა ინარჩუნებდა
მდგრადი და დინამიური
განვითარების ტემპს, რაც
მას არსებითად
გამოარჩევდა არა რეგიონულ,
არამედ გლობალური
მასშტაბით. საქართველოს
ეროვნული პროდუქტი 2024 წლის
სექტემბერში გაიზარდა 8.3
პროცენტით, რაც
პანდემიამდელი 2019 წლის
სექტემბრის მაჩვენებელს 31.5
პროცენტით აღემატება.
ზრდის ეს ტემპი დაახლოებით
2.5-ჯერ აღემატება გლობალური
ეკონომიკის ანალოგიურ
მაჩვენებელს.ეკონომიკის
დამაჯერებელი, მდგრადი
ზრდა ადეკვატურად ფასდება
ავტორიტეტული
საერთაშორისო ეკონომიკური
და ფინანსური
ინსტიტუტების მიერ. მათ
წლის დასაწყისთან
შედარებით „ერთიმეორეს
მიყოლებით“ საგრძნობლად
(საშუალოდ 2.0-2.5 პუნქტით)
გაზარდეს საქართველოს
ეროვნული მეურნეობის
ზრდის საპროგნოზო
მაჩვენებელი 2024
წლისთვის.სექტემბერში,
წინა წლის სექტემბერთან,
ინფლაციამ საქართველოში 0.6
პროცენტი შეადგინა, რაც
საგრძნობლად ნაკლებია
აშშ-ის (+2.4%) და ევროკავშირის
(+1.7%) ანალოგიურ
მაჩვენებლებზე.
საქართველოში, ბოლო 18 თვეა
(2023 წლის მარტის შემდეგ),
წლიური ინფლაცია 3.0
პროცენტზე დაბალია, ხოლო
ინფლაცია წინა თვესთან,
ბოლო 42 თვეა (2021 წლის მარტის
შემდეგ), 1.0 პროცენტს არ
ასცდენია (მათ შორის 12 თვე
საერთოდ დეფლაციური
იყო).სექტემბერში
ყოველდღიურად
ახლადრეგისტრირებულ
საწარმოთა რაოდენობამ 214
ერთეული, ხოლო დღგ-ის
გადამხდელ საწარმოთა თვის
ბრუნვამ - 13.9 მლრდ. ლარი (+11.6%)
შეადგინა. ეკონომიკის
ზრდას დიდწილად
განსაზღვრავს ქვეყნის
საგარეო ეკონომიკური
ურთიერთობების
ინტენსიფიკაცია.
სექტემბერში საქართველოს
ექსპორტმა 615.6 მლნ. აშშ
დოლარი, რაც გასული წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 17.0
პროცენტით აღემატება
(რუსეთის გარეშე ექსპორტის
ზრდის ტემპმა 22.2% შეადგინა).
ექსპორტის
საშუალო-სადღეღამისო
მოცულობამ 2024 წლის
სექტემბერში 20.5 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც
თითქმის 2.6 მლნ. აშშ დოლარით
აღემატებოდა ერთი წლის
წინანდელის ანალოგიურ
მაჩვენებელს. ამასთან,
ექსპორტის მატება
მთლიანად უზრუნველყო
რეექსპორტის მატებამ,
რომლის მოცულობა წინა წლის
სექტემბერთან შედარებით
გაიზარდა 39.1 პროცენტით და 397.8
მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
(მთელი ექსპორტის 64.6%).
რეექსპორტის ასეთი მატება
განპირობებულია
საქართველოს
სატრანსპორტო-საკომუნიკაციო
და ზოგადად, ეკონომიკური
ფუნქციის მნიშვნელოვანი
ზრდით. ამასთან,
სექტემბერში ექსპორტის
ზრდისა და მეორე მხრივ,
იმპორტის შემცირების (-4.2%)
გამო ექსპორტით იმპორტის
გადაფარვა ერთ წელიწადში
გაიზარდა 4.0 პუნქტით და 46.5
პროცენტი
შეადგინა.ექსპორტის
მთლიანი მატების ფონზე
მნიშვნელოვნად გაიზარდა
ექსპორტის გეოგრაფია და
სასაქონლო ნომენკლატურა. 2024
წლის სექტემბერში
საქართველოდან პროდუქცია
გავიდა 93 ქვეყანაში (2023 წლის
სექტემბერში -65 ქვეყანაში);
სექტემბერში ქვეყნიდან
გავიდა 635 სასაქონლო
პოზიციის პროდუქცია, რაც
წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 16
პოზიციით მეტია.მსუბუქი
ავტომობილების
(რე)ექსპორტი რჩება ქვეყნის
უმსხვილეს საექსპორტო
პოზიციად. მხოლოდ 2024 წლის
იანვარ-სექტემბერში მან
შეადგინა 1762.6 მლნ. აშშ
დოლარი, რაც მნიშვნელოვნად
აღემატება საქართველოს
მთლიან ექსპორტს მთელი 2010
წლის
განმავლობაში.რუსეთის
წილი საქართველოში
განხორციელებულ მთლიან და
წმინდა ფულად
ტრანზაქციებში
(შესაბამისად, 12.6% და 12.9%)
ამჟამად საგრძნობლად
დაბალია, ვიდრე ის იყო
რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყებამდე. ამასთან, 2024
წლის სექტემბერში წინა
წლის სექტემბერთან
შედარებით რუსეთიდან
საქართველოში
განხორციელებული
ტრანზაქციები შემცირდა 23.9
მლნ. აშშ დოლარით (40.0%-ით),
ხოლო წმინდა ტრანზაქციები -
24.3 მლნ. აშშ დოლარით (43.1%-ით).
ამის პარალელურად,
დანარჩენი მსოფლიოდან
საქართველოში
განხორციელებული ფულადი
ტრანზაქციები გაიზარდა 20.8
მლნ. აშშ დოლარით (9.2%-ით), ხოლო
წმინდა ტრანზაქციები - 16.5
მლნ. აშშ დოლარით (8.2%-ით).
პირველ ადგილს
ტრანზაქციებში ბოლო
თვეებია, მორიგეობით
იყოფენ აშშ და იტალია. -
სექტემბერში
განხორციელებული
ტრანზაქციებით თითოეული
მათგანი 1.5-ჯერ (16-16 მლნ. აშშ
დოლარით) უსწრებდა რუსეთის
ფედერაციას.ფულადი
გზავნილებისა და
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით რამდენადმე
შემცირების პირობებში
ეკონომიკური ზრდა
დაახლოებით 1.4-ჯერ
აღემატებოდა წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს,
რაც ცალსახად ადასტურებს
ქვეყნის ყველა სახის შიდა
რესურსის უფრო რაციონალურ
და ეფექტიან
გამოყენებას.მთლიანობაში,
ხელსაყრელი სამეწარმეო
გარემო, ბიზნესის
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერა და
კონკურენტუნარიანობის
ზრდა განაპირობებს ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის
მაღალ ტემპს, რაც
ადეკვატურად აისახება
განვითარებულ ქვეყნებთან
არა თუ შეფარდებითი, არამედ
აბსოლუტური ჩამორჩენის
საგრძნობ შემცირებაში,
მოსახლეობის კეთილდღეობის
ზრდასა და საქართველოს
ეკონომიკის საერთაშორისო
როლისა და მნიშვნელობის
ამაღლებაში“, - წერს სოსო
არჩვაძე.