2024-25 წლის ზამთრის ტურისტულ
სეზონს სასტუმროები
დადებითად აფასებენ და
ზაფხულის სეზონს დიდი
მოლოდინებით ხვდებიან.
MCINERNEY HOSPITALITY INTERNATIONAL LLC KMS Georgia-ს
დირექტორის მაია წერეთლის
განცხადებით, აჭარაში
სასტუმროების დატვირთვა 2024
წლის ნოემბერი-დეკემბრის
პერიოდში გაიზარდა.„2024 წლის
მე-4 კვარტალში
შავი-ზღვისპირეთის
სასტუმროების დატვირთვის
კოეფიციენტმა მაღალ
ნიშნულს მიაღწია
საერთაშორისო ბრენდულ
სასტუმროებში.მხოლოდ ერთი
დიდი სასტუმროს მაგალითზე
რომ ვიმსჯელოთ, 2023 წლის ბოლო
კვარტალში, 2024 წელთან
შედარებით საშუალოდ 15% იანი
ზრდა დაფიქსირდა.გავლენა
იქონია ასევე პირდაპირი
ფრენების
ხელმისაწვდომობამ
ბათუმიდან და ქუთაისიდან.
ძირითადი ნაკადები იყო
დსთ-ს ქვეყნებიდან,
თურქეთიდან, არაბთა
გაერთიანებული
საამიროებიდან და
ისრაელიდან. შეინიშნებოდა
ზრდა ინდოეთიდან,
ყაზახეთიდან და
ჩინეთიდან.2024 წლის მე-4
კვარტალში 2023 წლის მე-4
კვარტალთან შედარებით
ოქტომბერმა დიდი ზრდა
აჩვენა, თუმცა არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის
ოქტომბრის დატვირთვა
ისრაელის ომის გამო
საკმაოდ დაბალი იყო. კარგი
ზრდა დაფიქსირდა
ნოემბერში. დეკემბერი
შენარჩუნდა ცოტა მაღალი
ვიდრე 2023 წელს, თუმცა არ იყო
განსაკუთრებული
მატება“-აცხადებს მაია
წერეთელი.