„საერთაშორისო
გამჭვირვალობამ“
“კორუფციის აღქმის
ინდექსი 2024” გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად,
საქართველო კვლავ
ინარჩუნებს მოწინავე
პოზიციებს და წელსაც
პირველ ადგილზეა
აღმოსავლეთ ევროპასა და
ცენტრალური აზიის
რეგიონში.შეფასების 100%-იანი
სისტემით საქართველომ
კვლავინდებურად 53%-ი მიიღო
და მსოფლიო მასშტაბით 180
ქვეყანას შორის 53-ე ადგილი
დაიკავა. საქართველო
უპირობო ლიდერია
კავკასიასა და
შავიზღვისპირეთში. 2024 წლის
კორუფციის აღქმის
ინდექსის მიხედვით
საქართველო რეიტინგში
უთანაბრდება პოლონეთს და
უსწრებს ევროკავშირის და
ნატოს წევრ 11 ქვეყანას:
საბერძნეთს, სლოვაკეთს,
ხორვატიას, მალტას,
მონტენეგროს, რუმინეთს,
ბულგარეთს, ალბანეთს,
უნგრეთს, ჩრდილოეთ
მაკედონიას, თურქეთს.