2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა

Civil Georgia 2 თვის წინ 60
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16.779 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და 4.787 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით, 11.992 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.206 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 21 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია