
2024 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 7 სასტუმრო გაიხსნა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განთავსების ობიექტებს შორის ყველაზე მეტ ნომრიანი Swissotel Tbilisi-ია, ხოლო ყველაზე ნაკლებ ნომრიანი Kass Land Diamond Resort, რომელიც წალკაში აშენდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.