საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი მაია ომიაძე
2024 წლის სტატიკურ
მონაცემებს აჯამებს, მაია
ომიაძის განცხადებით,
გასულ წელს ქვეყანამ
ტურისტების რეკორდულ
რაოდენობას
უმასპინძლა.„დასრულდა 2024
წლის სამოგზაურო სეზონი და
საქართველოს ძალიან კარგი
მონაცემები აქვს. 2024 წელს
საქართველოში რეკორდული
რაოდენობის ტურისტული
ვიზიტები შედგა, 5.1 მილიონ
ვიზიტს მივაღწიეთ, რაც
ქვეყნის ისტორიაში
ყველაზე დიდი ციფრია. ტოპ
მიმართულებებშია:
ევროკავშირის ქვეყნები და
დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის
ყურის სახელმწიფოები,
ინდოეთი, ჩინეთი, აშშ,
ისრაელი. ჩვენ 2025 წელს
ვაგრძელებთ მეტი
შემართებით და ვფიქრობთ
ძალიან წარმატებული წელი
გვექნება. იწყება
საერთაშორისო გამოფენების
სეზონი, სადაც წარვდგებით
კერძო კომპანიებთან,
ბიზნეს სექტორთან ერთად და
მოვახდენთ საქართველოს
პოზიციონირებას, ხელს
შევუწყობთ კერძო სექტორს
ბიზნესკავშირები
დაამყაროს საერთაშორისო
კომპანიებთან, ასევე მალე
დავიწყებთ კამპანიებს
ევროპის ქვეყნებში და
სამიზნე
ბაზრებზე“,-განაცხადა მაია
ომიაძემ.2024 წელს
საქართველოში 5,091,732
საერთაშორისო ტურისტი
შედგა, ზრდა 2023 წელთან
შედარებით +9%-ით მეტია, 2019
წელთან შედარებით კი
ტურისტული ვიზიტების
ზრდამ +0.2% შეადგინა. გასულ
წელ საქართველოში 7,368,149
საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, რაც 2023
წელთან შედარებით ზრდა
+4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით
კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.