2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 45.4%-ით გაიზარდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ ამერიკაში?

News.ge 8 საათი წინ 5
2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 45.4%-ით გაიზარდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ ამერიკაში?

2024 წელს საქართველომ -ში 141,046.33 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. 2023 წელს კი 96,986.84 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 45,4%-ია. 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის 64%-ი ფეროშენადნობები იყო.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის შემდეგია:
· ფეროშენადნობები – 90,293.51 ათასი დოლარი;
· მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 8,425.33 ათასი დოლარი;
· საფრენი აპარატების ნაწილები – 7,244.52 ათასი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7,146.92 ათასი დოლარი;
· წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 5,354.20 ათასი დოლარი;
2024 წელს საქართველომ აშშ-დან 2,047,270.03 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წელს კი 2,050,879.17 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 0,2%-ია. აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს შემდეგია:
· მსუბუქი ავტომობილები – 1,879,120.53 ათასი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 22,913.73 ათასი დოლარი;
· ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 13,252.21 ათასი დოლარი;
· კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – 6,555.35 ათასი დოლარი;
· მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – 6,333.63 ათასი დოლარი;

სრულად წაიკითხეთ სტატია