კომუნიკაციების კომისიის
2024 წლის ანგარიშზე
დაყრდნობით, გასულ წელს
მობილური მომსახურებების
აბონენტების მიერ
დაგენერირებული მობილური
ინტერნეტ ტრაფიკის
მოცულობა, წინა წელთან
შედარებით, 19%-ით გაიზარდა
და 655 პეტაბაიტი შეადგინა. 2024
წელს „მაგთიკომის“
აბონენტებმა მობილური
ინტერნეტის მთლიანი
ტრაფიკის 47% დააგენერირეს,
ხოლო „სილქნეტის“ და
„სელფი მობაილის“
აბონენტებმა - 34% და 18%. ეს
მოცემულობა
განპირობებულია მე-5 თაობის
მობილური ტექნოლოგიის
დანერგვით, ინტერნეტ
კავშირზე გაზრდილი
მოთხოვნით, მობილური
ინტერნეტის მომხმარებელთა
რაოდენობისა და ბაზარზე
ახალი თაობის ტელეფონების
რაოდენობის
ზრდით. საგულისხმოა ისიც,
რომ ერთი აბონენტის მიერ
თვეში მობილური
ინტერნეტის საშუალო
მოხმარება 2023 წელთან
შედარებით 18%-ით არის
გაზრდილი და 2024 წლისთვის 15
გბ-ს შეადგენს.
ოპერატორების მიხედვით კი,
ეს მაჩვენებელი
„მაგთიკომის“
აბონენტებისთვის კვლავ
ყველაზე მაღალია და 22 გბ-ს
უტოლდება. „მაგთიკომის“
შემდგომ, ყველაზე მაღალი
საშუალო მოხმარება
„ჰალოს“ მომხმარებლებს
აქვთ და 21 გბ-ს შეადგენს.
„სილქნეტის“ შემთხვევაში
ეს მაჩვენებელი 14 გბ-ია,
ხოლო „სელფის“
შემთხვევაში – 9
გბ. აღსანიშნავია, ისიც რომ
5G და 4G ტექნოლოგიის
მოხმარების ზრდასთან
ერთად, იკლებს 2G და 3G
ტექნოლოგიებით
დაგენერირებული ინტერნეტ
ტრაფიკის მოცულობა. 2024 წელს
მთლიანი მობილური
ინტერნეტ ტრაფიკის 97% 4G
ტექნოლოგიაზე მოდიოდა. 2024
წლის ბოლოს, ComCom-მა
ხელმეორედ ჩაატარა 5G
აუქციონი, რომლის
ფარგლებშიც „მაგთიკომმა“
მოიპოვა სიხშირული
რესურსი და 5G ინტერნეტის
შეთავაზება დაუყონებლივ
დაიწყო. ხოლო 2023 წლის
აუქციონის ფარგლებში
სიხშირეები „სელფი
მობაილმა“ მოიპოვა და
ქსელს ეტაპობრივად
ავითარებს. შესაბამისად,
მოსალოდნელია, რომ 2025 წელს
საქართველოში მობილური
ინტერნეტის ტრაფიკში 5G
ტექნოლოგია მნიშვნელოვან
წილს დაიკავებს.