სურსათის ეროვნულმა
სააგენტომ 2024 წელს,
სურსათის უვნებლობის
სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, თაფლში
ვეტერინარული
პრეპარატებისა და სხვა
დამაბინძურებელი
ნარჩენების კვლევის
მიზნით, მთელი საქართველოს
მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და
აკრედიტებულ
ლაბორატორიებში
გამოიკვლია.
ლაბორატორიული კვლევის
შედეგად, ანტიბიოტიკების
ნარჩენები (მეტრონიდაზოლი,
ქლორამფენიკოლი,
ტეტრაციკლინი) გამოვლინდა
თაფლის 5
ნიმუშში.გამოვლენილ
დარღვევებთან
დაკავშირებით, გატარდა
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომები,
ბიზნესოპერატორებს
აეკრძალათ დასახელებული
სურსათის რეალიზაცია და
დაევალათბაზრიდან
ამოღება, რაზეც
ზედამხედველობას სურსათის
ეროვნული სააგენტო
ახორციელებს. აღსანიშნავია,
რომ სააგენტოს მიერ
სურსათის და ვეტერინარიის
მიმართულებით
გააქტიურებული
სახელმწიფო კონტროლის,
ბიზნესოპერატორებთან
თანამშრომლობისა და
ინფორმირებულობის გაზრდის
შედეგად, თაფლში
დარღვევები უკანასკნელ
წლებში მნიშვნელოვნად
შემცირდა. თუკი 2017-2018 წლებში,
100 ნიმუშიდან შეუსაბამობა 50
პროცენტში აღინიშნებოდა, 2019
წლიდან მხოლოდ ერთეულ
შემთხვევებში
ფიქსირდება. დღეის
მდგომარეობით,
საქართველოში წარმოებული
თაფლი ევროკავშირისა და
მსოფლიოს არაერთ
ქვეყანაში გადის
ექსპორტზე. ბოლო წლებში,
მომხმარებლის ინტერესების
დაცვის, ქართული თაფლის
საექსპორტო
შესაძლებლობების გაზრდისა
და ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
დაახლოების მიზნით,
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო,
სურსათის ეროვნული
სააგენტო თანმიმდევრულ
პოლიტიკას ახორციელებენ. 2015
წელს დამტკიცდა თაფლის
შესახებ ტექნიკური
რეგლამენტი და
განისაზღვრა აკრძალული
პრეპარატების
(ანტიბიოტიკების) ნუსხა;
დამტკიცდა ვეტერინარული
პრეპარატების, სხვა
დამაბინძურებელი ნარჩენი
ნივთიერებების
მონიტორინგის გეგმა;
გაუმჯობესდა
ლაბორატორიული
შესაძლებლობები და
დაინერგა თაფლის
სხვადასხვა პარამეტრზე
კვლევის შესაბამისი
მეთოდოლოგია; 2016 წელს
ევროკომისიამ დადებითად
შეაფასა სახელმწიფო
კონტროლის სისტემა და
საქართველოდან
ევროკავშირის ტერიტორიაზე
თაფლის იმპორტი დაუშვა.