წარმატებით დასრულდა 2024
წელი ჩვენი ქვეყნის
ტურიზმის ინდუსტრიისთვის,
დაფიქსირდა რეკორდული
ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა, რომელმაც 5.1
მილიონს გადააჭარბა. ჩვენი
დივერსიფიკაციის
პოლიტიკიდან გამომდინარე,
ხაზგასასმელი და
სასიხარულოა, რომ რეკორდულ
ნიშნულზე გავიდა გასულ
წელს ისეთი ქვეყნებიდან
ჩამოსული ტურისტების
ოდენობა, როგორიც არის
ისრაელი, აშშ, საფრანგეთი,
არაბთა გაერთიანებული
საამიროები, საუდის
არაბეთი და სხვა ქვეყნები,
საიდანაც ჩამოსული
ტურისტები გამოირჩევიან
მსყიდველუნარიანობით -
განაცხადა ეკონომიკის
მინისტრის მოადგილემ,
მარიამ ქვრივიშვილმა
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ
გამოქვეყნებული
სტატისტიკური მონაცემების
შეფასებისას.2024 წელს
საქართველოში რეკორდული
ოდენობის ტურისტული
ვიზიტი განხორციელდა და
ისტორიული მაქსიმუმი - 5.1
მილიონი ვიზიტი შეადგინა,
რაც წინა წლის
მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024
წელს საქართველოში 7,368,149
საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის
მაჩვენებლებს 4.2%-ით
აჭარბებს.„რა თქმა უნდა,
ოპტიმისტური მოლოდინები
გვაქვს, რადგან წარმატებით
დავასრულეთ
მოლაპარაკებები არაერთ
წამყვან ავიაკომპანიასთან
2024 წელს. საქართველოს
ტურისტულ და საავიაციო
ბაზარს მიმდინარე წელს
დაემატება ავიაკომპანია
„ბრიტიშ ეარვეისი,“
„იზიჯეტი“, ისევე როგორც
შვეიცარიის
დაბალბიუჯეტიანია ახალი
ავიაკომპანია
„ედელვაისი.“ მიმდინარე
წელს ჩვენ გვექნება
დამატებით პირდაპირი
ფრენები დიდ ბრიტანეთთან,
მილანთან, ციურიხთან, ასევე
ჟენევის მიმართულებით“ -
აღნიშნა
ქვრივიშვილმა.მინისტრის
მოადგილის შეფასებით, ეს
ყველაფერი ხელს შეუწყობს
მსყიდველუნარიანი
ბაზრებიდან ტურისტული
ნაკადების შემოდინებას,
გააძლიერებს ჩვენი
ქვეყნის ტურიზმის სექტორს,
მცირე და საშუალო
მეწარმეებს, რომლებიც
პირდაპირ და არაპირდაპირ
ჩართულნი არიან ტურიზმის
ინდუსტრიაში.