საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის, მაია
ომიაძის განცხადებით, 2024
წელს, ქვეყანამ
საერთაშორისო ტურიზმიდან
შემოსავლების ისტორიულ
მაქსიმუმს მიაღწია. „2024
წელი არამხოლოდ ტურისტული
ვიზიტებით იყო საუკეთესო,
არამედ შემოსავლებშიც
საუკეთესო წლად
დაფიქსირდა, საქართველომ
ტურიზმის ინდუსტრიიდან 4.4
მილიარდი დოლარი მიიღო, რაც
2023 წელთან შედარებით +7.3%-ით
მეტია და საქართველოს
ისტორიაში, ტურიზმის
ინდუსტრიაში საუკეთესო
მაჩვენებელია“,-განაცხადა
მაია ომიაძემ.ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის
განცხადებით,
ადმინისტრაცია წელს
აქტიურად გააგრძელებს
მუშაობას საერთაშორისო
ბაზრებზე, საქართველოში
ტურისტული ნაკადების
მოზიდვისა და
შემოსავლების გაზრდის
მიზნით. „2025 წელს აქტიურად
გავაგრძელებთ მუშაობას
სამიზნე ბაზრებზე,
გვექნება მარკეტინგული
კამპანიები, მონაწილეობას
მივიღებთ საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენებში,
ჩვენ ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ 2025 წელი
იყოს უკეთესი, როგორც
ტურისტული ვიზიტების,
ასევე შემოსავლების
კუთხით“,-განაცხადა მაია
ომიაძემ.2024 წელს
საქართველომ საერთაშორისო
მოგზაურობიდან 4,425,376,937 აშშ
დოლარი მიიღო. 2024 წელს
ტურიზმიდან მიღებულმა
შემოსავლებმა 2019 წლის დონეს
35.4%-ით, (1,156,722,868 აშშ დოლარით)
ხოლო 2023 წლის მონაცემებს
+7.3%-ით (300,047,994 აშშ. დოლარით).
გადააჭარბა. 2024 წლის მე-4
კვარტალში მოგზაურობიდან
მიღებულმა შემოსავლებმა $964
მილიონი შეადგინა (963,684,183 აშშ
დოლარი) რაც 2019 წლის დონეს
40.5%-ით (278 მლნ აშშ დოლარით)
აჭარბებს, ხოლო 2023 წლის
მონაცემებთან შედარებით
ზრდა +10.3%-ით მეტია, (90 მლნ.
აშშ. დოლარით).