2023 წელს ყველაზე მონახულებადი ქალაქი სტამბოლი იყო – ამის შესახებ, Euromonitor international-ზე დაყრდნობით rankingroyals აქვეყნებს.
„2023 წელს სტამბოლს ჰყავდა 20,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 26%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ლონდონს კი 18,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია.
სტამბოლის მდიდარი ისტორია და კულტურული ადგილები, როგორიცაა აია სოფია და დიდი ბაზარი, იზიდავს მილიონობით ვიზიტორს. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა ხდის მას მოსახერხებელ სამოგზაურო ცენტრად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ვიზიტორებისთვის.
ლონდონი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა ლონდონის კოშკი, ბუკინგემის სასახლე, ბიგ ბენი და ვესტმინსტერის სააბატო. მას ასევე აქვს მსოფლიო დონის მუზეუმები და ხელოვნების გალერეები“, – წერს rankingroyals-ი.