2021 წლის 1 ოქტომბერს,
ადგილობრივი
თვითმმართველობების
არჩევნებამდე ერთი დღით
ადრე, ჩვენმა უსაფრთხოების
სამსახურებმა დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი,
რომელიც საქართველოში
უკრაინის სამხედრო
დაზვერვის ხელმძღვანელი
პირის ორგანიზებით
შემოიპარა, - წერს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში.როგორც ის
აღნიშნავს, „რა იყო მისი
შემოპარვის მიზანი
გასაგებია: არჩევნების
დღეს გამოჩენით, არეულობის
გამოწვევა და წაგებული
არჩევნების აყირავება“.„2021
წლის 1 ოქტომბერს,
ადგილობრივი
თვითმმართველობების
არჩევნებამდე ერთი დღით
ადრე, ჩვენმა უსაფრთხოების
სამსახურებმა დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი,
რომელიც საქართველოში
უკრაინის სამხედრო
დაზვერვის ხელმძღვანელი
პირის ორგანიზებით
შემოიპარა.რა იყო მისი
შემოპარვის მიზანი
გასაგებია: არჩევნების
დღეს გამოჩენით, არეულობის
გამოწვევა და წაგებული
არჩევნების
აყირავება.მანამდე,
სააკაშვილი, რომელსაც
გირგვლიანის მკვლელობის
და გელაშვილის ცემის
საქმეზე 6 წელი ჰქონდა
მისჯილითავისუფლად
გადაადგილდებოდა
ევროკავშირის და აშშ-ის
ტერიტორიაზეიკავებდა
მაღალ თანამდებობებს
უკრაინის ხელისუფლებაში
და იქიდან მართავდა
რადიკალურ პოლიტიკურ
ჯგუფებს
საქართველოშიმართავდა
შეხვედრებს ევროკავშირის
სხვადასხვა ინსტიტუტების
და პოლიტიკურ ჯგუფების
წარმომადგენლებთან.მას
შემდეგ რაც ჩვენმა
უსაფრთხოების
სამსახურებმა ჩაშალეს
ქვეყნაში არეულობის
შექმნის გეგმა, რომლის
ნაწილიც სააკაშვილის
შემოპარება იყო, დაიწყო
ყოველგვარ მორალურ და
სამართლიან ზღვარს
გადასული ზეწოლა
ხელისუფლებაზე
სააკაშვილის სასჯელისგან
დახსნის
მიზნით:იმჟამინდელმა
სახალხო დამცველმა
შეადგინა ყალბი დასკვნა,
თითქოს სააკაშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმდენად მძიმეა, რომ მან
უნდა დატოვოს ციხეამ ყალბ
დასკვნას მხარს უჭერდნენ
ოპოზიცია და
არასამთავრობო
ორგანიზაციებიდაიწყო ბოლო
წლების ყველაზე
სამარცხვინო კამპანია -
"თავისუფლება მიშას" -
სხვადასხვა ცნობადი სახის
მონაწილეობითევროკავშირის
სახელით გაკეთდა დემარში
იუსტიციის სამინისტროში,
რომლის ქვეტექსტიც იყო, რომ
სააკაშვილის ციხეში ყოფნა
პრობლემაა და ამ პრობლემის
თავიდან მოცილება
სჯობდავნახეთ ამერიკელი
ლობისტების მიერ
შედგენილი
ევროპარლამენტის
რეზოლუციები, ყალბი
ამერიკელი ექსპერტები,
პოლონელი ექიმის "წინდის
სკანდალი", მოკლედ, სცენები
და სცენარები, რომლებიც
სპეცაგენტებზე გადაღებულ
ჰოლივუდურ ფილმებში თუ
გვინახავს.ეს ცრუ კამპანია,
რომელშიც ევროპელი და
ამერიკელი
მაღალჩინოსნები, სახალხო
დამცველი, ოპოზიცია და
არასამთავრობო
ორგანიზაციები იყვნენ
ჩართული, თითქმის ორი წელი
გაგრძელდა. ამ პერიოდში დღე
არ იყო, რომ არ ყოფილიყო
საქართველოზე გარედან
თავდასხმა, ზუსტად იგივე
სახეებით, რომლებიც, ახლაც,
დღეს არ ტოვებენ, რომ
ქართველ ხალხს თავს არ
დაესხან და ამ ხალხის
სახელმწიფოს ტალახი არ
ესროლონ.ყველაფერს
წერტილი მხოლოდ
სტრასბურგის სასამართლომ
დაუსვა, რომელმაც ქართული
ოპოზიციაც და უცხოელი
მტერ-მოყვარეებიც,
სიყალბეში ამხილა და
თვეების განმავლობაში
ნაშენები ცრუ ნარატივი
ჩამოუშალა.და ვითომც
არაფერი. სააკაშვილიც უცებ
განიკურნა დემენციისგან
და უცხოელმა
პოლიტიკოსებმა და
დიპლომატებმაც სასაუბრო
თემა შეცვალეს. არც "ბოდიში",
არც "ეს როგორ დაგვემართა".
არაფერი საერთოდ.
დაგვაზიანეს, მთელ
ქვეყანას რეპუტაცია
შეგვილახეს და უბრალოდ
გაიარეს.როგორც ჩანს, ასეთი
მეგობრობაც
არსებობს.ამიტომ, 26
ოქტომბერს მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით
ევროპისკენ!“, - წერს შალვა
პაპუაშვილი