ყველაფერი დაიწყო 2020 წლის
წინასაარჩევნო
კამპანიისას, როდესაც
„ქართული ოცნება“ ღიად და
პირდაპირ იღებდა
მინიშნებებს, რომ
მიუხედავად საარჩევნო
შედეგისა თუ ხალხის ნებისა,
უნდა დაეთმო ხელისუფლება, –
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა მე-10
მოწვევის პარლამენტის
საქმიანობის ანგარიშის
წარდგენის დროს განაცხადა,
როდესაც „სამართლიან
არჩევნების“ მხრიდან 2020
წლის არჩევნების
პარალელური დათვლის
შედეგების გაყალბების
საკითხზე საუბრობდა.მისი
განცხადებით, ოთხი წლის
შემდეგ, აშშ-ის ახალმა
ადმინისტრაციამ
გამოააშკარავა, რომ სწორედ
USAID გამოიყენებოდა სხვა
ქვეყნებში ხელისუფლებების
დესტაბილიზაციისთვის.„თქვენ
გახსოვთ ორი ვადის
ამოწურვის შესახებ
კამპანია, უცხო ქვეყნების
ელჩების დემოკრატიის
გაკვეთილები კოალიციური
მმართველობის სიკეთეებზე
და მსგავსი მინიშნებები. 2020
წლის 31 ოქტომბრის
არჩევნებში „ქართულმა
ოცნებამ” დამაჯერებელი
გამარჯვება მოიპოვა,
რომელსაც „ნაცმოძრაობის“
ირგვლივ კონსოლიდირებულმა
ოპოზიციამ ტრადიციულად
გაყალბებული უწოდა. ჩვენ
ვიხილეთ
რამდენიმეკვირიანი
კამპანია, დემონსტრაციები
და ცესკოსთან გამართული
პროტესტი, რომელიც ენჯეო
„სამართლიანი არჩევნების“
გაყალბებულ პარალელური
დათვლის შედეგს
ეფუძნებოდა. მეათე
მოწვევის პარლამენტი 2020
წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა
და დააანონსა, რომ შექმნიდა
საგამოძიებო კომისიას,
რომელიც სხვა საკითხებთან
ერთად პარალელური დათვლის
შედეგების გაყალბების
საკითხსაც შეისწავლიდა.
იმავე დღეს, საპარლამენტო
გამოძიებით შეშინებულ
„სამართლიან არჩევნებს“
საკუთარი ტყუილის საჯაროდ
აღიარება მოუწია.
მოგვიანებით კი, სხვა
აღიარებაც მოვისმინეთ, რომ
ყალბი შედეგების
გავრცელებაში
„სამართლიანი არჩევნების“
დონორი, აშშ-ის
განვითარების სააგენტოც
(USAID) იყო ჩართული. ეს იყო
პირველი შემთხვევა,
როდესაც ქართულმა
საზოგადოებამ ამხილა ის,
რაც, ოთხი წლის შემდეგ,
აშშ-ის ახალმა
ადმინისტრაციამ
გამოააშკარავა. კერძოდ ის,
რომ USAID გამოიყენებოდა
ხელისუფლებების
დესტაბილიზაციისთვის და
სახალხო დემოკრატიის
გარედან მართული
დემოკრატიით
ჩანაცვლებისთვის“, –
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.