2020 წელს „ისფედმა“ დააორგანიზა „პივიტის“ გაყალბება და ამას მოჰყვა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დღეს ისინი უკვე ამდენს ვეღარ ბედავენ იმდენად რეპუტაციაშელახულები არიან - ნინო წილოსანი

Primetime.ge 5 თვის წინ 33
2020 წელს „ისფედმა“ დააორგანიზა „პივიტის“ გაყალბება და ამას მოჰყვა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დღეს ისინი უკვე ამდენს ვეღარ ბედავენ იმდენად რეპუტაციაშელახულები არიან - ნინო წილოსანი
„ისფედის“ გაყალბებულ „პივიტიდან“ მოვედით „ისფედის“ დამალულ „პივიტიმდე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.მისი თქმით, „სამართლიან არჩევნებში“ იციან, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის შედეგები და ცესკოს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ამ ანგარიშის გამოქვეყნება არ სურთ.„თუ 2020 წელს „ისფედმა“ დააორგანიზა „პივიტის“ გაყალბება და ამას მოჰყვა უკვე ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დღეს ისინი უკვე ამდენს ვეღარ ბედავენ იმდენად რეპუტაციაშელახულები არიან, თუმცა, ვიცით მაგრამ არ გეტყვით - ამ პრინციპით არიან. იციან რომ არჩევნები სწორად ჩატარდა, იციან რომ მათი „პივიტი“ როგორც კი გამოქვეყნდება დაადასტურებს ცესკოს შედეგებს რაც მათ ინტერესებში არ არის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.„სამართლიანმა არჩევნებმა” განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია