2012 წლისთვის ქვეყანაში
ფუნქციონირებდა მხოლოდ 12
იუსტიციის სახლი და ამით
იწონებდა თავს მაშინდელი
ხელისუფლება, დღეს უკვე
100-ზე მეტი იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებს, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, საჯარო
სერვისებზე
ხელმისაწვდომობა არის
ასევე ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი
მოქალაქეებისთვის.„2012
წლისთვის ქვეყანაში
ფუნქციონირებდა მხოლოდ 12
იუსტიციის სახლი და ამით
იწონებდა თავს მაშინდელი
ხელისუფლება. ჩვენი
პროგრამის თანახმად, დღეს
უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის
სახლი ფუნქციონირებს და
ჩვენი პროგრამის თანახმად,
მომდევნო წლის ბოლომდე
ყველა მუნიციპალური
ცენტრი იქნება დაფარული და
მუნიციპალური ცენტრების
მიღმაც ათეულობით
იუსტიციის სახლი
იფუნქციონირებს“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.