“2 ნაბიჯს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

News.ge 2 თვის წინ 17
“2 ნაბიჯს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საქართველოში სუპერმარკეტების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს – “ორ ნაბიჯს” ახალი დირექტორი ჰყავს. 2024 წლის ნოემბრიდან ამ თანამდებობას არჩილ მელიქაძე იკავებს. ბიზნესრეესტრის თანახმად, შოთა გიორგაძე, რომელიც ცვლილებამდე კომპანიის ერთადერთი დირექტორი იყო, “ორი ნაბიჯის” დირექტორის თანამდებობაზე რჩება, თუმცა გენერალური დირექტორის პოსტი არჩილ მელიქაძემ დაიკავა.
არჩილ მელიქაძე “ფორსაით ინვესთმენტ გრუპის” რისკების და ფინანსური მართვის მთავარი ოფიცრის პოსტს იკავებდა. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საბანკო, ტელეკომის, საცალო და ბიზნესსერვისებში, მათ შორის იკავებდა “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” დირექტორის მოადგილის პოსტს.

სრულად წაიკითხეთ სტატია