მდინარე მტკვარში
მაშველებმა, ძებნა-შველის
ღონისძიების ფარგლებში,
ავტომობილს და მასში 2
პირის ცხედარს მიაკვლიეს.
ერთი გარდაცვლილი უტა
ელიავაა, რომელსაც ოჯახი
ადასტურებს.მე სულ
დაგელოდები სამუდამოდ და
უსასრულოდ უტი,-წერს
სოციალურ ქსელში მდინარე
მტკვარში ნაპოვნი ერთ-ერთი
გარდაცვლილის უტა
ელიავას მეუღლე გვანცა
გოროზია.„ჩემი სულის
ნაწილო, ვერ ვსუნთქავ,
როგორ მინდა ჩაგეხუტო, რა
გავაკეთო, შენთან
მინდა",-წერს სოციალურ
ქსელში მდინარე მტკვარში
დაღუპული უტა ელიავას და
ანკა ელიავა.ელიავების
ოჯახი აფხაზეთიდანაა და
ისინი ზუგდიდში ფაიფურის
დასახლებაში ცხოვრობენ.26
წლის უტა ელიავას 2
მცირეწლოვანი შვილი,
მეუღლე, და ანკა ელიავა და
მშობლები
დარჩა.ცნობისთვის,
ტრაგედია, ორი დღის წინ,
თბილისში დატრიალდა.
ავარიის შედეგად,
მტკვარში ავტომობილი
ჩავარდა. შემთხვევა
ღამით, დაახლოებით 1 საათზე
მოხდა. ავტომობილის
ერთი მგზავრის
გადარჩენა
მოხერხდა.მტკვრის
მარცხენა სანაპიროზე
მომხდარი ავარიის
საქმეზე შსს-მ ერთი პირი
დააკავა. უბედური
შემთხვევის დროს
მანქანაში 4 მგზავრი
იმყოფებოდა, აქედან ერთის
ძებნას კვლავ აგრძელებენ
მაშველები.