17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

News.ge 1 თვე წინ 61
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. სალომე ხუბულურის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-11 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ხატია ბერიშვილი (რუსთავი), ანანო სიგუა (რაჭა), ნინო მეტრეველი (რუსთავი)
დაცვა: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელენე ბოლქვაძე (), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი),
თაკო ბულია (კოლხეთი ხობი), ანანო ჯოჯუა (კოლხეთი ხობი), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), ნინო ჩხეტიანი (რუსთავი), სოფო ბერულავა (ნორჩი დინამო), ანასტასია ბუჩუკური (ელიტა), კესარია მეტონიძე (რაჭა), ანანო წიქარიძე (ნიკე-ლუსო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, ), სოფი იბრაჰიმი (პდა საუთი, აშშ)
მატჩების განრიგი
5 ნოემბერი | – საქართველო | 19:00
8 ნოემბერი | მონტენეგრო – საქართველო | 15:00
11 ნოემბერი | საქართველო – ლატვია | 15:00
nakrebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია