16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად "დამატებით ზომებზე" იმსჯელებს

Primetime.ge 2 კვირის წინ 9
16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად "დამატებით ზომებზე" იმსჯელებს
16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად "დამატებით ზომებზე" იმსჯელებს. განცხადებას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარიატი აქვეყნებს.ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და მმართველ გუნდს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს."მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, სწორედ "ქართული ოცნების" მოქმედების კურსმა გამოიწვია. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ, ევროპულ მისწრაფებებს, სოლიდარობას უცხადებს", - ვკითხულობთ ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია