რიგ დარღვევაზე
მძღოლებისათვის და ასევე,
ქვეითად მოსიარულე
პირებისთვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
გამკაცრების ინიციატივა
პარლამენტმა დაჩქარებული
წესით განიხილა და მესამე
მოსმენით
დაამტკიცა.წესდება ჯარიმა
სატრანსპორტო საშუალებაზე
შეცდომაში შემყვანი
სპეციალური ციმციმა
სიგნალების
დაყენებაზეკოდექსს ახალი
სამართალდარღვევებიც
ემატება. უფრო კონკრეტულად,
პასუხისმგებლობა წესდება
სატრანსპორტო
საშუალებაზე, საგზაო
მოძრაობის მონაწილის
შეცდომაში შეყვანის
მიზნით, კანონმდებლობით
განსაზღვრული ფერისგან
განსხვავებული ნებისმიერი
სხვა ფერის ციმციმა
სიგნალის დაყენებისთვის -
აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით, აგრეთვე
ციმციმა სიგნალის
კონფისკაციასა და
სატრანსპორტო საშუალების
მართვის მოწმობისთვის
მინიჭებული ქულათა
რაოდენობის 15 ქულით
შემცირებას.დასჯადი
იქნება ქმედების
განმეორებით ჩადენა,
რისთვისაც სანქციის სახით
განისაზღვრება ჯარიმა 2 500
ლარის ოდენობით, აგრეთვე
ციმციმა სიგნალის
კონფისკაცია და
სატრანსპორტო საშუალების
მართვის მოწმობისთვის
მინიჭებული ქულათა
რაოდენობის 20 ქულით
შემცირება.