„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
ოქსფორდის უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრის მიერ ჩატარებულ
კვლევას ეხმიანება, რომლის
ფარგლებში, განხორციელდა
მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა
და ტერიტორიაზე ცხოვრების
დონის შეფასების
გაუმჯობესების ისტორიული
ანალიზი ინდექსის
დაარსებიდან დღემდე და
რომლის მიხედვითაც
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო
ხუთეულშია.როგორც
ქართველიშვილი აღნიშნავს,
მსოფლიო ბანკის თუ სხვა
ავტორიტეტული
ორგანიზაციების მიერ
შემუშავებული ინდექსაციის
თანახმად, საქართველო
ხშირად ხვდება
საერთაშორისო რადარებზე
ამა თუ იმ პარამეტრის
გაუმჯობესების კუთხით.
მისივე თქმით, ბევრი
პარამეტრი
გამაღიზიანებელია და
სასაცილოდ არ ჰყოფნის
"ოპოზიციას" და ამ
შემთხვევაში ისინი სწორედ
რომ დასავლეთს დასცინიან,
სადაც შექმნილია
შეფასების ეს
კრიტერიუმები.„მსოფლიო
ბანკის თუ სხვა
ავტორიტეტული
ორგანიზაციების მიერ
შემუშავებული ინდექსაციის
თანახმად, საქართველო
ხშირად ხვდება
საერთაშორისო რადარებზე
ამა თუ იმ პარამეტრის
გაუმჯობესების კუთხით. ამ
პარამეტრებიდან ბევრის
არსი შეიძლება გაუგებარი
იყოს - ამ შემთხვევებისთვის
არსებობს ინტერნეტი და
სხვადასხვა საძიებო
სისტემა. ბევრი პარამეტრი
გამაღიზიანებელია და
სასაცილოდ არ ჰყოფნის
ჩვენს "ოპოზიციას" - ამ
შემთხვევაში ისინი სწორედ
რომ დასავლეთს დასცინიან,
სადაც შექმნილია
შეფასების ეს
კრიტერიუმები. ჩვენ კი
გავიხსენოთ მხოლოდ
უკანასკნელ ორ წელიწადში
დაფიქსირებული ჩვენი
ქვეყნის წინსვლა:1.
გლობალური ტერორიზმის
ინდექსი: 2025 წელს
ეკონომიკისა და მშვიდობის
ინსტიტუტის (IEP) მიხედვით,
საქართველომ შეინარჩუნა
ნულოვანი გავლენა
ტერორიზმიდან. 2024 წელს
ქვეყანაში არც ერთი
ტერორისტული ინციდენტი არ
დაფიქსირდა, რაც
ადასტურებს ქვეყანაში
უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის მაღალ
დონეს.2. სამართლის
უზენაესობის ინდექსი (World Justice
Project):2023 წელს საქართველომ
დაიკავა 48-ე ადგილი 142
ქვეყნიდან და პირველი
ადგილი აღმოსავლეთ
ევროპის და ცენტრალური
აზიის რეგიონის რეიტინგში.
ეს მიუთითებს
სამართლებრივი სახელმწიფო
პრინციპების
განმტკიცებაზე.3.
დასაქმებულთა შორის
სიღარიბის
შემცირება:შრომის
საერთაშორისო
ორგანიზაციის (ILO)
მონაცემებით,
საერთაშორისო სიღარიბის
ზღვარს ქვემოთ მყოფი
დასაქმებულების წილი 1.7%-მდე
შემცირდა, რაც ეკონომიკური
ზრდის ფონზე მოხდა
(საშუალოდ 9.7% წელიწადში).4.
ეკონომიკური თავისუფლების
ინდექსი (Heritage Foundation):2024 წელს
საქართველომ დაიკავა 32-ე
ადგილი 176 ქვეყნიდან, რაც
წინსვლას ნიშნავს 2023 წლის
35-ე ადგილთან შედარებით. ეს
ასახავს ეკონომიკური
პოლიტიკის გაუმჯობესებას
და ხელსაყრელ
ბიზნესგარემოს.5. საკრედიტო
რეიტინგები: S&P Global Ratings — 2025
წლის თებერვალში ქვეყანას
შეუნარჩუნდა „BB/B“ რეიტინგი
სტაბილური პერსპექტივით.Fitch
Ratings — 2024 წლის ივნისში
საქართველოს შეუნარჩუნდა
„BB“ რეიტინგი პოზიტიური
პროგნოზით, რაც
უკავშირდება
მაკროეკონომიკური
მაჩვენებლების
გაუმჯობესებასა და
სახელმწიფო ვალის
შემცირებას.6.
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ზედამხედველობის
ინდექსი:2024 წელს საქართველო
მსოფლიოში 38-ე ადგილზეა 166
ქვეყნიდან და 4-ბალიან
სისტემაში მიიღო 2.96 ქულა. ეს
მიუთითებს მთავრობის
გამჭვირვალობაზე და
ანგარიშვალდებულებაზე.7.
კორუფციის აღქმის ინდექსი
(Transparency International):2024 წელს
საქართველომ შეინარჩუნა 53
ქულა 100-დან, რაც იგივე
მაჩვენებელია, რაც წინა
წელს. ეს მიუთითებს
კორუფციასთან ბრძოლის
მიმართულებით სტაბილურ
დინამიკაზე.8. გლობალური
ინოვაციური ინდექსი (WIPO):2023
წელს საქართველო 9 პოზიციით
დაწინაურდა და 132 ქვეყნიდან
65-ე ადგილი დაიკავა, რაც
ქვეყნის ტექნოლოგიური და
ინოვაციური პოტენციალის
ზრდას ადასტურებს.დღეს
ყოველივე ამას დაემატა
ოქსფორდის უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრის მიერ ჩატარებული 147
სახელმწიფოსა და
ტერიტორიაზე ცხოვრების
დონის შეფასების
გაუმჯობესების ისტორიული
ანალიზი ამ ინდექსის
დაარსებიდან დღემდე,
რომლის მიხედვითაც
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულშია. ეხლა
ზოგს შეუძლია გაეხარდეს,
ზოგს ეწყინოს - ქვეყანაში
უსამშობლოთა
კოეფიციენტით, ჩვენ
სამწუხაროდ კვლავ
მოწინავე პოზიციებს
ვიკავებთ მსოფლიოში...“ -
წერს დავით ქართველიშვილი.