14 აპრილს საქართველოში
დედაენის დღე
აღინიშნება.ეს დღე 1978 წლის
მოვლენების აღსანიშნავად
1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14
აპრილს თბილისში
საქართველოს კომუნისტური
პარტიის მიერ ქართული ენის
კონსტიტუციური სტატუსის
შეცვლის მცდელობის
საპასუხოდ დემონსტრაციები
ჩატარდა.1978 წლის 14 აპრილს
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან
რუსთაველის გამზირისკენ 15
000-მდე ადამიანი დაიძრა.
სტუდენტებსა და
ინტელიგენციის
წარმომადგენლებს სხვა
მოქალაქეებიც შეუერთდნენ
და რუსთაველის გამზირზე
თითქმის 100 000 ადამიანი
შეიკრიბა.პირველად
საბჭოთა კავშირის
ისტორიაში, კომუნისტურმა
რეჟიმმა უკან დაიხია. ამ
დღიდან 14 აპრილი დედაენის
დღედ გამოცხადდა.