112-ის დღედ 11 თებერვალი 2009
წელს ევროკომისიის,
ევროპარლამენტისა და
ევროსაბჭოს ერთობლივი
გადაწყვეტილებით
გამოცხადდა. 112-ის დღეს
მსოფლიოს 80-ზე მეტ
ქვეყანაში აღნიშნავენ, -
ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის
ცენტრი „112“-ის დირექტორმა,
გიორგი არსოშვილმა,
თანამშრომლებს 112-ის დღე
მიულოცა და რამდენიმე
მათგანი, სამსახურებრივი
მოვალეობის სანიმუშოდ
შესრულებისთვის
დააჯილდოვა.