პრეზიდენტის არჩევნებში
300-კაციანი საარჩევნო
კოლეგიის სრული
შემადგენლობის ნახევარზე
მეტმა მონაწილეობა უკვე
მიიღო. ამის შესახებ
ცესკო-ს პრესსპიკერმა,
ნათია იოსელიანმა
განაცხადა,ცესკოს
პრესსპიკერის
განცხადებით, უკვე
შესაძლებელია ითქვას, რომ
არჩევნები შედგა, რადგან
პრეზიდენტის
ლეგიტიმაციისთვის ეს უკვე
საკმარისია."12-ის
ნახევრისთვის პროცესში
მონაწილეობა უკვე ჰქონდა
მიღებული კოლეგიის 170 წევრს.
შესაბამისად, არჩევნები
შედგა, რადგან მასში
მონაწილეობა უკვე მიიღო
საარჩევნო კოლეგიის სრული
შემადგენლობის ნახევარზე
მეტმა," - განაცხადა ნათია
იოსელიანმა.3 საათზე მეტია,
პარლამენტი პრეზიდენტს
ირჩევს. 300-კაციანი კოლეგიის
დიდმა ნაწილმა უკვე
საკუთარი არჩევანი
ბიულეტენზე დააფიქსირა.
ცესკოს მიერ დამტკიცებულ
საარჩევნო კოლეგიაში
პარტია "ქართულ ოცნებას" 211
წევრი ჰყავს, რაც
პრეზიდენტის ასარჩევად
საკმარისია.არჩეული
პრეზიდენტი თანამდებობას 5
წლის ვადით დაიკავებს.
პრეზიდენტის პოსტზე,
"ქართული ოცნების" მიერ,
წარდგენილია მიხეილ
ყაველაშვილის
კანდიდატურა.