1000-ლარიანი პენსიის დაპირება ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დადგმულ, გაბერილ საცურაო აუზს ჰგავს - ასეთი პოპულიზმი არ შეიძლება - მიხეილ სარჯველაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 68
1000-ლარიანი პენსიის დაპირება ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დადგმულ, გაბერილ საცურაო აუზს ჰგავს - ასეთი პოპულიზმი არ შეიძლება - მიხეილ სარჯველაძე
"სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი, მაგალითად, საჯარო მოხელეების ხელფასების ნახევარი რომ წაიღო, არ ეყოფა უბრალოდ რომ 1000 ლარი გახადო პენსია, არ ყოფნის," - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა, რითაც ოპოზიციონერი ოპონენტების წინასაარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა.სარჯველაძის შეფასებით, მსგავსი დაპირება პოპულისტურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თუმცა, მისივე თქმით, "ამომრჩევლები გაზრდილები არიან" და მსგავს განცხადებებს არ წამოეგებიან."ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეალურად აკეთებს მსგავს განცხადებას, იმ წუთში უნდა დაუსვათ კითხვა - სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც აქვს შემოსავალი და სახსრები, რომელიც უნდა დაიხარჯოს, რომელ ნაწილს უნდა მოაკლოს?! - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი, მაგალითად, საჯარო მოხელეების ხელფასების ნახევარი რომ წაიღო, არ ეყოფა უბრალოდ რომ 1000 ლარი გახადო პენსია, არ ყოფნის, ეს უბრალოდ ელემენტარული არითმეტიკაა. არ შეიძლება ასე, უბრალოდ, პოპულისტურად, მხოლოდ იმაზე გათვლით, რომ ვიღაც, საქმეში ჩაუხედაობის გამო, შეიძლება წამოეგოს ამ ანკესს. მაგრამ გაზრდილია ჩვენი ამომრჩეველი. ასეთ მარტივ, პრიმიტიულ პოპულიზმზე ჩვენი ამომრჩეველი არ წამოეგება. დამაჯერებლობა გახდა უკვე კრიტერიუმი, რომლითაც აფასებს ამომრჩეველი ამა თუ იმ პარტიებს და, მათ შორის, ხედავს, რომ 1000-ლარიანი დაპირება შეიძლება წააგავდეს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დადგმულ, გაბერილ საცურაო აუზს. დაახლოებით ასეთია მოცემულობა. საზოგადოებას ამის არ სჯერა. რამდენი უნდა იყოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, იმისთვის, რომ, თუნდაც 4 წლის განმავლობაში, 1000 ლარს მიაღწიოს პენსიამ?! - ღმერთმა ქნას, ეს გამოვიდეს და შესაძლებელი გახდეს, თუმცა ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რაც რეალისტურია. არაეთიკურია, პოლიტიკური თვალსაზრისით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ნებისმიერ პასუხისმგებლობიან ფინანსისტს ჰკითხეთ, არავინ არ იტყვის, რომ რეალისტურია, გაისად ან თუნდაც 2 წელიწადში პენსია 1000 ლარი გახდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია