100-ზე მეტი ქვეყანაა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე წარმოდგენილი და არის უნიკალური შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრების, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის - შალვა პაპუაშვილი ჟენევის კონფერენციაზე

Primetime.ge 12 საათი წინ 9
100-ზე მეტი ქვეყანაა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე წარმოდგენილი და არის უნიკალური შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრების, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის - შალვა პაპუაშვილი ჟენევის კონფერენციაზე
მნიშვნელოვანი ღონისძიებაა პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია, რომელიც მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ფარგლებში იმართება, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება ამ დონის ღონისძიება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.„მნიშვნელოვანია, რომ 100-ზე მეტი ქვეყანა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე არის წარმოდგენილი და არის უნიკალური შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრების, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის.მექნება შესაძლებლობა ამ დღეებში, როგორც კოლეგებთან შეხვედრის, ორმხრივი შეხვედრების, ასევე ზოგადად კონფერენციის ფარგლებში საუბრის და ასევე მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოვიდე კოლეგების წინაშე იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც კონფერენცია ტარდება, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ხვალ ის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია