10 რამ, რისი გაკეთებაც ახალი წლის ღამეს არ შეიძლება

Primetime.ge 15 საათი წინ 8
10 რამ, რისი გაკეთებაც ახალი წლის ღამეს არ შეიძლება
ახალი წლის ღამე - ჯადოსნური ღამეა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ვქმნით ამ ღამის მაგიას და გარკვეულ რიტუალებს ვაწესებთ. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც 31 დეკემბრის ღამეს არ შეიძლება. ეს რწმენაა, ჩვეულებაა, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ ან საერთოდაც არ გაითვალისწინოთ. რჩევები კი ასე გამოიყურება:სანამ საახალწლო სურვილს ჩაიფიქრებთ, მის ფორმულირებაზე დაფიქრდით. არ გამოიყენოთ უარყოფითი ნაწილაკი, მაგალითად, „ ავად არ გავხვდე“. უმჯობესია, თუ იტყვით, ,,ჯანმრთელად ვიყო.“ტრადიციულად, სურვილი ჩაიფიქრეთ ზუსტად მაშინ, როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს. რაც ჩაიფიქრეთ არავის უთხრათ, ეს მაგიაა, რომელიც მხოლოდ თქვენთანაა დაკავშირებული.წლის ბოლო დღეს ღილების დაკერება არ შეიძლება - ძალიან მაღალია ახალ წელს ძველი პრობლემების გადაუჭრელობის რისკი.ალბათ, ახალ წელთან შეხვედრა მარტო რთულია და თუ გაქვთ საშუალება, სხვებთან ერთად აღნიშნეთ. თუმცა, ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თუ მაინც აპირებთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნას, უმჯობესია ახალი წლის ღამეს სოციალურ ქსელებს თავი აარიდოთ. საინტერესო ფილმის ან შოუს ყურება საუკეთესო ვარიანტი იქნება.უცნაური ნიშანია, მაგრამ როგორც ასტროლოგები ამბობენ, მხოლოდ ქალთა წრეში ახალი წლის აღნიშვნა არ შეიძლება. მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა, როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, სხვებთან ერთად, მამაკაც მეგობრებსა ან მეზობლებსაც მიულოცეთ.სადღესასწაულო ღამე ძველ ტანსაცმელში არ უნდა აღინიშნოს. ამ რწმენის ყველაზე რადიკალური ვერსიაა: არ ჩაიცვათ ახალი ტანსაცმელი დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე, 31 დეკემბერს კი თავიდან ფეხებამდე ახალი ნივთებით გამოეწყვეთ.
სრულად წაიკითხეთ სტატია