10 მარტიდან 10 აპრილის
ჩათვლით ბაღდათი-კურორტი
საირმეს მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის
მოძრაობის სპეციალური
რეჟიმი დაწესდება, - ამის
შესახებ ინფორმაციას
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
ავრცელებს.„შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას
საავტომობილო გზის კმ32-კმ47
მონაკვეთის
სარეაბილიტაციო
სამუშაოების წარმოების
პერიოდში, ბაღდათი-კურორტი
საირმეს მონაკვეთზე, 2025
წლის 10 მარტიდან 10
აპრილამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ყოველდღიურად შეიზღუდება
10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00
სთ-დან 19:00 სთ-მდე. დღე-ღამის
დანარჩენ პერიოდში,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.