„1 თვის ჩვილი ქიმიოთერაპიას ელოდება, ორ ოპერაციას გმირულად გაუძლო!“ - პატარა ელიასს საზოგადოების დახმარება სჭირდება

Primetime.ge 6 საათი წინ 2
„1 თვის ჩვილი ქიმიოთერაპიას ელოდება, ორ ოპერაციას გმირულად გაუძლო!“ - პატარა ელიასს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ერთი თვის ელიასს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.ინფორმაციას ჩვილის ნათლია, ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.„ჩემი პაწაწინა ნათლულის, ელიასის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მან გმირულად გაუძლო ორ ურთულეს ოპერაციას, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ისევ თურქეთშია, კლინიკა „მემორიალში“…ახლა კი წინ ახალი ეტაპია: სიცოცხლისთვის ბრძოლაში შემდეგი ნაბიჯი – ელის ქიმიოთერაპია, რომლის დასაწყებად 30 000 დოლარია საჭირო. რამდენიმე საათია გადამწყვეტი, ეს თანხა ელიასისთვის შანსია, შანსი იცოცხლოს, გაიზარდოს, გაიღიმოს, ითამაშოს… ჩვენო საოცარო მეგობრებო, მხარდაჭერა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე დიდი იმედი. გთხოვთ, კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ დაუდგეთ მხარში ელიასს“, – წერს ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში.⇓ დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:თიბისი:GE51TB7895045068100034საქართველო:GE52BG0000000570815095მიმღები: ბარათელი დავით და სებისკვერაძე ხატია
სრულად წაიკითხეთ სტატია