1-ელ აპრილამდე აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი დარჩება

Primetime.ge 16 საათი წინ 2
1-ელ აპრილამდე აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი დარჩება
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული გართულებების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის პირველი აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდა.აღსანიშნავია, რომ მანამდე საკარანტინო შეზღუდვა მოიცავდა პერიოდს 2025 წლის პირველი იანვრის 06:00 საათამდე.
სრულად წაიკითხეთ სტატია