სურსათის ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით,
მიუსაფარი და მიკედლებული
ცხოველების პოპულაციის
მართვის საპილოტე
პროგრამის ფარგლებში, 29
ივლისიდან 7 სექტემბრის
ჩათვლით, აჭარის, იმერეთისა
და კახეთის რეგიონებში
აყვანილი და
თავშესაფრებში
გადაყვანილი 1819 ცხოველიდან
(აჭარაში - 459 ძაღლი; იმერეთში
- 715 ძაღლი და 9 კატა; კახეთში -
636 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა
ბუნებრივ არეალში
დააბრუნეს 1584, ხოლო 235 -
ვეტერინარული
მანიპულაციების
დასრულების შემდეგ
ეტაპობრივად
დაბრუნდება.ცხოველებს
ჩაუტარდა შემდეგი
მანიპულაციები:ცოფის
საწინააღმდეგო
ვაქცინაცია;1 791 ძაღლს/კატას
გაუკეთდა იდენტიფიკაცია,
დაედო საყურე ნიშანი (28
ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა
ორგანიზაციის მიერ
დადებული საყურე ნიშანი);1 677
ძაღლს/კატას გაუკეთდა
სტერილიზაცია/კასტრაცია.მიუსაფარი
და მიკედლებული
ცხოველების (ძაღლი, კატა)
პოპულაციის მართვის
საპილოტე პროგრამა
ითვალისწინებს
უპატრონო/მიკედლებული
ცხოველების
კასტრაცია-სტერილიზაციას,
დიაგნოსტიკურ ტესტირებას,
ვაქცინაციას,
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
აღნიშნული ღონისძიებები
ხელს შეუწყობს ცხოველების
პოპულაციის მართვას, მათ
ჯანმრთელობაზე
ზედამხედველობას, ცოფის და
სხვა დაავადებების
პრევენციას. ამავდროულად,
ადამიანების ჯანმრთელობის
დაცვას და უსაფრთხოებას .
პროგრამა, პირველ ეტაპზე,
აჭარას, იმერეთისა და
კახეთის რეგიონებს
მოიცავს და ადგილობრივი
თვითმმართველობების
ჩართულობით
ხორციელდებაპროგრამის
მაქსიმალური
გამჭვირვალობის
უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის ეროვნული
სააგენტო მონაცემებს
მუდმივ რეჟიმში
განაახლებს და მიაწვდის
საზოგადოებას.