„სტრატეგია აღმაშენებლის“
ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ
მედიასთან დაადასტურა, რომ
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიაზე
გამოუცხადებლობის გამო
შეფარდებული 50 000-ლარიანი
გირაოს გადახდას
აპირებს.ცნობისთვის,
გიორგი ვაშაძეს თბილისის
საქალაქო სასამართლომ
პარლამენტის დროებით
საგამოძიებო კომისიაზე
გამოუცხადებლობის გამო 50 000
ლარიანი გირაო შეუფარდა.
თბილისის პროკურატურამ
პოლიტიკოსის წინააღმდეგ
საქმე კომისიის მიმართვის
საფუძველზე აღძრა.