ხმების 99%-ზე მეტის დათვლის
შემდეგ, პროგნოზებით,
"ქართული ოცნება" უახლოეს
კონკურენტს 44%-ით უსწრებს და
მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90
მანდატს 150-ადგილიან
პარლამენტში, – ამის
შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
X-ზე წერს.შალვა პაპუაშვილი
აღნიშნავს, რომ ეს არის
მკაფიო ნიშანი
ოპოზიციისთვის."მინდა,
მივულოცო ყველა ჩვენს
ერთგულ მხარდამჭერს და
მთელ საქართველოს "ქართული
ოცნების" საყოველთაო
არჩევნებში გამარჯვება.
მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ", – წერს შალვა
პაპუაშვილი.