ცოტნე გამსახურდიას
მეუღლე, ანა ჯაბაური
სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს:"ზუსტად 5 წელი
გახდა ცხოვრება,
ყოველდღიური ბრძოლის გამო,
ტანჯვა-წამებად გვექცა.
ბრძოლა სიცოცხლისთვის,
ბრძოლა მილიმეტრობით
წინსვლისთვის, ბრძოლა
გართულებების დაძლევისა
და თავიდან დაწყებისთვის,
ბრძოლა სულიერი
წონასწორობისა და
გამძლეობისთვის; რაღა
დაგიმალოთ, და, ბრძოლა
ღრმად ავადმყოფი, უმორალო
სექტის მოგერიებისთვის... 5
წელია ოთხმა ლაჩარმა
კაცუნამ ცხოვრება
დაუსრულებელ წვალებად
გვიქცია, 5 წელია ჩვენი
ცხოვრება საქართველოსა თუ
უცხოეთში საუკეთესო
სპეციალისტებისა თუ
აპარატურის
ძიება-მოპოვებადაა ქცეული.
5 წელია ვერ ვდუნდებით
ვერცერთი წუთი, ვერცერთი
დღე და ვერცერთი ღამე… 5
წელია ცოტნეს ბიოლოგიური
დედა მამაპაპისეულ სახლში
არ უშვებს…5 წლის წინ,
ზუსტად ამ დროს, მე და
კონსტანტინე სასიცოცხლო
ჩვენებით საოპერაციოში
გადაყვანილ ცოტნეს
საავადმყოფოში ერთად
ვადექით თავზე, და, 5 წლის
შემდეგ, აი, ახლაც,ერთად
ვართ ცოტნესთან. გიორგიც
მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5
წლის წინ…", - წერს ანა
ჯაბაური.