მეტეოროლოგი, კობა
ფარტენაძე, ამინდის
განახლებულ პროგნოზზე
წერს:„უქმე დღეები ამინდის
სიურპრიზებით იქნება
სავსე.ხვალ, 17 მაისს,
სანაპირო კურორტებზე
ტემპერატურის მომატება +31, +33
გრადუსამდეა მოსალოდნელი,
ერთ დღეში ისევ ზაფხულის
სიცხე დაფიქსირდება,
ანტიციკლონის წყალობით ცა
იქნება მოწმენდილი და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
თბილი ქარი
იქროლებს.გაითვალისწინეთ
მომდევნო დღეებიც - კვირას
ღამის საათებში,
სანაპიროზე ცხელი ამინდის
პირობები შექმნის, ისევ
ქარიშხლის ალბათობას
ტემპერატურის
დასარეგულირებლად (ქარის
შესახებ უფრო კონკრეტულ
პროგნოზს ხვალ
მოგაწვდით).რაც შეეხება
დასავლეთის დაბლობს,
შაბათს ცხელი და უნალექო
იქნება, ტემპერატურა კი +32
გრადუსთან ახლოს, კვირას
შედარებით
აგრილდება.აღმოსავლეთში -
უქმე დღეებში უხვი მზე
იქნება, ტემპერატურა კი
ნორმის ფარგლებში +25
გრადუსი დაფიქსირდება“, -
წერს მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე.