„26 წლის ბიჭის გული გადამინერგეს... ჩემი და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა“ – 21 წლის ქეთევან ქარუმიძე

Primetime.ge 4 კვირის წინ 21
„26 წლის ბიჭის გული გადამინერგეს... ჩემი და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა“ – 21 წლის ქეთევან ქარუმიძე
21 წლის ქეთევან ქარუმიძეს 13 წლის ასაკში 26 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს.  „26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ამის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესია. მე 8 წლის ვიყავი, ჩემი და – 11 წლის, ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს, თავიდან ძალიან მოგვწონდა, ნელ-ნელა ჩემს დას პატარა პრობლემები დაეწყო, ძალიან ადვილად იღლებოდა და ტუჩები ულურჯდებოდა. მასწავლებელმა მშობლებს ურჩია, ექიმს აჩვენეთო. დიდხანს იკვლევდნენ და აღმოაჩნდა რესტრიქციული კარდიომიოპათია.ერთ-ერთმა ექიმმა მშობლებს ურჩია, და ან ძმა თუ ჰყავს, ისიც გამოვიკვლიოთო და მეც იგივე აღმომაჩნდა. იმ პერიოდში, მე უფრო ცუდი მდგომარეობა მქონდა.გადამაფრინეს მინსკში, სადაც 18 წლამდე ოპერაციას არ აკეთებენ, მაგრამ იმდენად ცუდი მდგომარეობა მქონდა, ერთად გარისკეს, 13 წლის ვიყავი, როდესაც ოპერაცია ჩამიტარდა“, – ჰყვება ქეთევან ქარუმიძე „პალიტრავიდეოსთან“ ინტერვიუში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია