მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე
ღონისძიების მთავარ
ბრძოლაში დაამარცხა შონ
ო'მალი და სუპერმსუბუქი
დივიზიონის მსოფლიო
ჩემპიონი გახდა.ამჯერად
მან სოციალურ ქსელში
საზოგადოებისგან დასმულ
კითხვებს პასუხი გასცა.
გამომწერის კითხვას - რას
ჭამ წონის კლების დროს და
ყველაზე სწრაფად რამდენი
კილო დაგიკლია? - ასეთი
პასუხი გასცა: „წონის
კლებისას თითქმის საერთოდ
არაფერს არ ვჭამ
განსაკუთრებით ბოლო ორი
დღის
განმავლობაში.მანამდე
ცოტა ხორცი და წყალი
შეიძლება. ბოლო ორი დღე არც
საჭმელი არც სასმელი.
რამდენი კილო დამიკლია ასე
ვერ ვიტყვი, მაგრამ 2020 წლის
ივლისში ავიღე სწრაფი
ბრძოლა და ერთ კვირაში
მოუმზადებლად 10 კილო
დავიკელი.ზოგადად ერთი
კვირა არც მჭირდება ხოლმე,
თუმცა მაინც
ფსიქოლოგიურად ვემზადები
ხოლმე“, - ამბობს მერაბ
დვალიშვილი.