წერილებისა და განცხადებების ომი „მთავარი არხის“ დამფუძნებლებს შორის - ერთი გაკოტრებაში ადანაშაულებს, მეორე - ტელევიზიის დახურვის მცდელობაში

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
წერილებისა და განცხადებების ომი „მთავარი არხის“ დამფუძნებლებს შორის - ერთი გაკოტრებაში ადანაშაულებს, მეორე - ტელევიზიის დახურვის მცდელობაში
ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იზოლატორიდან ეხმაურება. ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არხის გენერალური დირექტორის მსგავსად, ირწმუნება, რომ ზაზა ოქუაშვილს მისი წარმომადგენლის, გოგი ქურდაძის ხელით ტელევიზიის დახურვა სურს. გვარამიას ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ის პოლიტიკაში წავიდა."მთავარი არხის" კიდევ ერთი დამფუძნებელი კი კომპანიის გაკოტრებაში ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ადანაშაულებს - ზაზა ოქუაშვილმა დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ტელევიზიის დახურვაზე თავად არ უფიქრია.სანამ განცხადებას არხის ერთი დამფუძნებელი იზოლატორიდან, მეორე კი ლონდონიდან გაავრცელებდა, გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ "მთავარი არხი" დახურვის საფრთხის წინაშე დგას და ტელევიზიის გაჩერების მცდელობაში ზაზა ოქუაშვილი დაადანაშაულა.სანამ "მთავარი არხის" ხელმძღვანელობა საკითხზე საუბარს ღიად დაიწყებდა, "რუსთავი 2-მა" ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის წერილები, ჯერ კიდევ ოქტომბერში მოიპოვა და გაასაჯაროვა. ქურდაძე მაშინაც, ნიკა გვარამიასა და არხის მოქმედ დირექტორებს, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ტელევიზიის გავლით გადარიცხვებში ადანაშაულებდა. სქემაში ფიგურირებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფიაც.ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ არხის დახურვა ხელისუფლების ინტერესშია."მთავარი არხის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და შესაძლო უკანონო ფინანსურმა ტრანზაქციებმა მმართველ გუნდს "რუსთავი 2-ის" საქმე გაახსენა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვარამიამ, იდენტური სქემით, თანხები "რუსთავი 2-დანაც" გაიტანა, რის გამოც სასამართლომ დამნაშავედ ერთხელ უკვე ცნო.გიორგი ქურდაძე ტელევიზიაში ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს დღემდე წარმოადგენს და არხის მოქმედი დირექტორია. ტელეკომპანიის ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა გვარამიას წლების წინ, სწორედ ოქუაშვილმა დაუთმო. დამფუძნებლებს შორის დაწყებული დავა, რომელიც დირექტორების ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლოშიც გადავიდეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია