ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის წინააღმდეგ განზრახ უხეშობენ.
„ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა მიმდინარეობს. ნაპოლის მეტოქე გუნდების მწვრთნელები ტაქტიკურ გადაადგილებებს კი არ მიმართავენ, თავიანთ ფეხბურთელებს ეუბნებიან კვარას ეუხეშონ. ხვიჩას პირველივე დღიდან ეუხეშებიან და მსაჯებს ეს უბრალოდ არ აინტერესებთ. არადა, ტალანტები უნდა დავიცვათ“. – ამბობს ალვინო.
შეგახსენებთ, რომ “ლაციოსთან” მატჩში “ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ხვიჩა მოედანს.
The post “ძალიან გაბრაზებული ვარ იმით რასაც კვარას უკეთებენ” – ცნობილი იტალიელი კომენტატორის ხმაურიანი განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ appeared first on PNews.ge.